Sunday, 5 August 2018

ეკონომიკა ბავშვებისთვის

„ეკონომიკა ბავშვებისთვის“ არის საბავშვო ამბების სერია ფინანსური წიგნიერების მიმართულებით.

ვიწყებთ პროექტს სამი ამბით!

პროექტის შემდგომი განვითარება მოიცავს ფინანსური წიგნიერების განვითარების კიდევ ორ „სეზონს“ (თითოეული სეზონი მოიცავს სამ ამბავს), შინაარსი კი ასაკის შესაბამისად ახალ ეტაპებად ვითარდება.
ამბების წაკითხვის შემდეგ ჩვენი სურვილია, რომ ბავშვებს მეტი კითხვა გაუჩნდეთ და სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეთ ეკონომიკაზე.
პროექტის განხორციელების შედეგად კი ბავშვები მიიღებენ საჭირო ცოდნას ეკონომიკის საფუძვლების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებასა და და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც სწავლა მეტად სახალისო იქნება.

„ეკონომიკა ბავშვებისთვის“ პირველი „სეზონი“ წარმოდგენილია სამი ამბით, სადაც ეტაპობრივად აღწერილია კაცობრიობის ეკონომიკური განვიარების საფეხურები: ნატურალური გაცვლა, ნატურალური მეურნეობა, ფულის მოჭრა, მანუფაქტურა, დეფიციტი, ფულის გაცვლა, ინფლაცია, კონსტიტუცია, ეკოლოგია, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. ყველა ეტაპზე მოზარდი ეცნობა ახალ ეკონომიკურ ტერმინებს, რომელიც თითოეული გამოცემის ბოლოს განმარტებულია მათთვის გასაგებ ენაზე. მთლიანობაში პირველი „სეზონი“ მოზარდებს 50-მდე ეკონომიკური მნიშვნელობის განმარტებასა და მოვლენას აცნობს.
ჩვენი აზრით პროექტის შინაარსი აქტუალურია და პარალელურ რეჟიმში ასახავს მიმართულებებს, რაც გულისხმობს სამოქალაქო აზროვნებისა და ფინანსური წიგნიერების სწავლების დანერგვას. ეს იქნება ყოფითი პრაქტიკული დანიშნულების კომპონენტი, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება, ბავშვებს საშუალებას მისცემს უკეთ მოემზადონ სამომავლო განათლების და სამუშაო გარემოსთვის.
დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში ვფიქრობ, მოზარდებს ჩამოუყალიბდებათ სწორი სამოქალაქო აზროვნება და მიიღებენ საკმაო ცოდნას და ინფორმაციას ეკონომიკური საფუძვლების შესახებ.

No comments:

Post a Comment

ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)

 ვენეციური ნიღაბი უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბ...