ვენეციური ნიღაბი
უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბები მზადდებოდა და ირთვებოდა ბეწვეულით, სხვადასხვა ნაჭრით, ძვირფასი ქვებითა და ბუმბულებით.
ვენეციური ნიღბები იტალიაში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. თანამედროვე ევროპული ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, ვენეციაში ყოველთვის მაღალი იყო ცხოვრების დონე. მაღალი სოციალური დონის დამსახურებით, ვენეციის მცხოვრებლებმა უნიკალური კულტურა შექმნეს, რომელშიც ადამიანის პიროვნების დაფარვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, საწყის ეტაპზე იდგა. შენიღბვა პრაგმატულ ხასიათს ატარებდა: ადამიანებს არ სურდათ, რომ სხვებს დაენახათ, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი სინამდვილეში.
ნიღბებს წელიწადის უმეტეს თვეებში მოუხსნელად ატარებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ?!
No comments:
Post a Comment