Saturday, 18 August 2018

თაფლის ფული





„ჩემი თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როდესაც დაუსრულებელი ხმაურისგან გაბეზრებულმა ფიჭის უჯრიდან თავი ამოვყავი...“. ასე იწყება ჩვენი ფინანსური წიგნიერების პირველი სეზონი და ყველა ჩვენთაგანის თავგადასავალიც სამყაროს გაცნობიერების იმ პირველი დღიდან, რომელი დღეც რათქმაუნდა არავის არ გვახსოვს.

ბავშვობაში უფროსები გვიკითხავენ ზღაპრებს, რომლის გმირებსაც ბაძავ მაგრამ არ იმჩნევ და ისინი, ხშირ შემთხვევაში, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შენში ცხოვრობენ. ფიქრობ, რომ ბავშვობაში ჭეშმარიტებად მიჩნეული ბევრი რამე მცდარი გამოდგა და მცდარი იყო ის ყველაფერი, რაც ამის გაგრძელება იყო. შენ კი გინდა, რომ ყოველივე დაანგრიო და თავიდან დაიწყო ჭეშმარიტების ძიება. იმიტომ, რომ თითქოს გრცხვენია ზღაპრის არარეალური გმირის მიბაძვის, გგონია რომ ჭეშმარიტება და ზღაპარი განსხვავებული პოლუსებია. მაგრამ მაინც ბაძავ, გინდა, რომ ზღაპრის გმირი რეალობად აქციო შენში.
თითქოს უკვე გაცნობიერებულ ასაკში იწყებ კარგისა და ცუდის, ცოდნისა და უცოდინრობის, სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის განსხვავებას და უფრო შემდეგ ხვდები, რომ ზღაპარი არაფერია, თუ არა რეალური ცხოვრება გადმოცემული ბავშვისთვის გასაგები ენით. უბრალოდ მაშინ, ბავშვობაში, ვერ ხვდები რამდენად რთულია გაუმკლავდე წინააღმდეგობებს - უცოდინრობას, სიძულვილსა და ბოროტებას. ზოგადად ზღაპრის იდეაც არის ის, რომ მას გააჩნია განსაკუთრებული ძალა ასწავლოს ბავშვებს ისეთი გზები, რომლებიც მათთვის დამარწმუნებელი და გასაგებია, თან ზღაპარში ამ ყველაფერს ზრაპრულად უმკლავდები იმიტომ, რომ ზღაპარი გეუბნება, რომ მიზნის მისაღწევად მთავარია იცოდე რა გინდა.


ზ. მინდიაშვილი



No comments:

Post a Comment

ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)

 ვენეციური ნიღაბი უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბ...