Tuesday, 21 August 2018
Saturday, 18 August 2018
თაფლის ფული
„ჩემი თავგადასავალი მაშინ
დაიწყო, როდესაც დაუსრულებელი ხმაურისგან გაბეზრებულმა ფიჭის უჯრიდან თავი
ამოვყავი...“. ასე იწყება ჩვენი ფინანსური
წიგნიერების პირველი სეზონი და ყველა ჩვენთაგანის თავგადასავალიც სამყაროს
გაცნობიერების იმ პირველი დღიდან, რომელი დღეც რათქმაუნდა არავის არ გვახსოვს.
ბავშვობაში უფროსები გვიკითხავენ ზღაპრებს, რომლის გმირებსაც ბაძავ მაგრამ არ იმჩნევ და ისინი, ხშირ შემთხვევაში, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შენში ცხოვრობენ. ფიქრობ, რომ ბავშვობაში ჭეშმარიტებად მიჩნეული ბევრი რამე მცდარი გამოდგა და მცდარი იყო ის ყველაფერი, რაც ამის გაგრძელება იყო. შენ კი გინდა, რომ ყოველივე დაანგრიო და თავიდან დაიწყო ჭეშმარიტების ძიება. იმიტომ, რომ თითქოს გრცხვენია ზღაპრის არარეალური გმირის მიბაძვის, გგონია რომ ჭეშმარიტება და ზღაპარი განსხვავებული პოლუსებია. მაგრამ მაინც ბაძავ, გინდა, რომ ზღაპრის გმირი რეალობად აქციო შენში.
თითქოს უკვე გაცნობიერებულ
ასაკში იწყებ კარგისა და ცუდის, ცოდნისა და უცოდინრობის, სიკეთისა და ბოროტების,
სიყვარულისა და სიძულვილის განსხვავებას და უფრო შემდეგ ხვდები, რომ ზღაპარი
არაფერია, თუ არა რეალური ცხოვრება გადმოცემული ბავშვისთვის გასაგები ენით. უბრალოდ
მაშინ, ბავშვობაში, ვერ ხვდები რამდენად რთულია გაუმკლავდე წინააღმდეგობებს -
უცოდინრობას, სიძულვილსა და ბოროტებას. ზოგადად ზღაპრის იდეაც არის ის, რომ მას
გააჩნია განსაკუთრებული ძალა ასწავლოს ბავშვებს ისეთი გზები, რომლებიც მათთვის
დამარწმუნებელი და გასაგებია, თან ზღაპარში ამ ყველაფერს ზრაპრულად უმკლავდები
იმიტომ, რომ ზღაპარი გეუბნება, რომ მიზნის მისაღწევად მთავარია იცოდე რა გინდა.
ზ. მინდიაშვილი
Sunday, 5 August 2018
ეკონომიკა ბავშვებისთვის
„ეკონომიკა ბავშვებისთვის“ არის საბავშვო ამბების
სერია ფინანსური წიგნიერების მიმართულებით.
ვიწყებთ პროექტს სამი ამბით!
პროექტის შემდგომი განვითარება მოიცავს ფინანსური
წიგნიერების განვითარების კიდევ ორ „სეზონს“ (თითოეული სეზონი მოიცავს სამ
ამბავს), შინაარსი კი ასაკის შესაბამისად ახალ ეტაპებად ვითარდება.
ამბების წაკითხვის შემდეგ ჩვენი სურვილია, რომ
ბავშვებს მეტი კითხვა გაუჩნდეთ და სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეთ ეკონომიკაზე.
პროექტის განხორციელების შედეგად კი ბავშვები
მიიღებენ საჭირო ცოდნას ეკონომიკის საფუძვლების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს
მოტივაციის ამაღლებასა და და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც სწავლა
მეტად სახალისო იქნება.
„ეკონომიკა ბავშვებისთვის“ პირველი „სეზონი“
წარმოდგენილია სამი ამბით, სადაც ეტაპობრივად აღწერილია კაცობრიობის ეკონომიკური
განვითარების საფეხურები:
ნატურალური გაცვლა, ნატურალური მეურნეობა, ფულის მოჭრა, მანუფაქტურა, დეფიციტი,
ფულის გაცვლა, ინფლაცია, კონსტიტუცია, ეკოლოგია, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ.
ყველა ეტაპზე მოზარდი ეცნობა ახალ ეკონომიკურ ტერმინებს, რომელიც თითოეული
გამოცემის ბოლოს განმარტებულია მათთვის გასაგებ ენაზე. მთლიანობაში პირველი
„სეზონი“ მოზარდებს 50-მდე ეკონომიკური მნიშვნელობის განმარტებასა და მოვლენას
აცნობს.
ჩვენი აზრით პროექტის შინაარსი აქტუალურია და
პარალელურ რეჟიმში ასახავს მიმართულებებს, რაც გულისხმობს სამოქალაქო აზროვნებისა
და ფინანსური წიგნიერების სწავლების დანერგვას. ეს იქნება ყოფითი პრაქტიკული
დანიშნულების კომპონენტი, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება,
ბავშვებს საშუალებას მისცემს უკეთ მოემზადონ სამომავლო განათლების და სამუშაო
გარემოსთვის.
დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში
ვფიქრობ, მოზარდებს ჩამოუყალიბდებათ სწორი სამოქალაქო აზროვნება და მიიღებენ
საკმაო ცოდნას და ინფორმაციას ეკონომიკური საფუძვლების შესახებ.
Economics for kids
We start project with three stories!
Next stage of project includes two seasons of financial fairy tales (each season includes three stories). The content levels of the stories are developing according to the reader’s age.
We aim to inspire kids to ask more questions and to create right impression regarding Economics.
After the full implementation of the project the children will receive necessary knowledge about the basics of Economics, which will increase their motivation during decision making processes. Also, it will help to make innovative studyingenvironment and make this processmore enjoyable.
First season of project “Economics for kids” includes three stories, gradually covering the stages of economic development of humanity: natural exchange, natural farming, money creation, manufacturing, deficit, money exchange, inflation, constitution, ecology, fire safety, etc. At every stage, children get introduced to new economic terms that are explained by the end of the edition in the simpler language for them to understand better. Overall, first season will provide explanations about 50 economic terms and affairs.
We believe, that the subject of the project is relevant and at the same time, it reflects those directions regarding introduction of “financial literacy”. Implementation of civic thinking and financial literacy will serve as the component of practical purpose, as developing such important skills will allow kids to prepare for future education and work environment.
We believe, that implementation of this project children will develop correct civic thinking and will receive sufficient knowledge and information about the Basics of the Economics.
Subscribe to:
Posts (Atom)
ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)
ვენეციური ნიღაბი უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბ...

-
6 აპრილი მე ვარ თითა, 11 წლის. მყავს დედა, მამა და ძმა. ვსწავლობ მე-6 კლასში. დღეს სკოლაში დავიწყეთ ახალი საგანი - ეკონომ...
-
… ა, რეიზა აკითხებენ ბავშვობაში უბრალო წიგნებსო და იმიზა, რომე შეგხვდება ვინცხა, იცნო წიგნიდან... „კუპიდონი კრემლის კედელთან“ აკ...
-
✅ (მეორე გაკვეთილი) ნატურალური მეურნეობა, არის კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების პირველი ეტაპი, როდესაც ადამიანი ეწევა შემგროვებლობასა დ...