Wednesday, 22 February 2023

✅ 11.ფასიანი ქაღალდების ბაზარი (საფონდო ბაზარი)

(მეთერთმეტე გაკვეთილი)

1. არ განახორციელოთ ინვესტიცია მხოლოდ ერთ კომპანიის ფასიან ქარალდებში

„ნუ ჩადებ ყველა კვერცხს ერთ კალათაში“. მიზანშეწონილია რისკების დივერსიფიკაცია, რისკების მართვა. როდესაც ინვესტორი აბანდებს საკუთარ სახსრებს სხვადასხვა კომპანიებში, ეს ხელს უწყობს რისკების თავიდან აცილებას.

2. გადაწყვიტეთ ყიდვა-გაყიდვის შესაბამისი დრო

დღეს კარგად მოქმედ აქციას შეიძლება ჰქონდეს წარსულში ცუდი მოქმედების ისტორია და მომავალში ცუდი მუშაობის შანსები. ამიტომ, თქვენ უნდა გააკეთოთ დეტალური ანალიზი აქციების ფასის მოძრაობის შესახებ გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ შესაბამისი დრო მისი ყიდვისა და გაყიდვისთვის.

3. გრძელვადიანი სტრატეგიების დაყენება

ბევრი ინვესტორი, საფონდო ბაზრებზე ინვესტირებისას მოკლევადიან მიზნებსა და სტრატეგიებს ადგენენ. ეს არ არის მიზანშეწონილი, რადგან საფონდო ბაზარზე უფრო მეტი შემოსავლის მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გრძელვადიანი სტრატეგიების დაგეგმვა დაგეხმარებათ რისკების მართვაში და სტაბილური შემოსავლის მიღებაში.

4. აკონტროლეთ თქვენი ემოციები

ბევრი ინვესტორის პრობლემაა აკონტროლოს ემოციები. საფონდი ბაზარზე ფასების ზრდა, ხშირად ემოციურად იპყრობს ინვესტორების გონებას. შედეგად, ისინი ხშირად ყიდულობენ უცნობი კომპანიების აქციებს რისკების გაცნობიერების გარეშე და გრძელვადიან პერსპექტივაში ზარალს განიცდიან. ანალოგიურად, როდესაც საფონდო ბაზარზე ფასები დაღმავალია, ინვესტორები ძალიან ღელავენ და ყიდიან თავიანთ აქციებს დაბალ ფასებში.

5. არ განახორციელოთ ინვესტიცია გაუგებრად

საფონდო ბირჟის ინვესტიციები მოითხოვს სხვადასხვა ბაზრის დინამიკის საფუძვლიან ცოდნას. თქვენ უნდა იცოდეთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბაზრებზე პირდაპირ და ირიბად და ამის მიხედვით გააკეთოთ არჩევანი. საქმის დასაწყებად კარგი იქნება პროფესიონალური დახმარება.

6. მოერიდეთ ბაზრის მოკლევადიან პროგნოზს

მნიშვნელოვანია საფონდო ბაზარზე დიდხანს დარჩეთ, იმიტომ, რომ თითქმის შეუძლებელია იმის ცოდნა, როდის მოიმატებს ან როდის დაეცემა ფასები. თქვენს ინტერესებშია დატოვოთ ინვესტიციები დიდი ხნის განმავლობაში.

7. მოერიდეთ ნახირის მენტალიტეტს

უმჯობესია, საფონდო ბაზრებზე ინვესტირებისას თავი აარიდოთ ნახირის მენტალიტეტს. ეს იმიტომ ხდება, რომ საჭიროებები და მიზნები განსხვავდება თითოეული ინდივიდისთვის. მიზნებზე დაფუძნებული საინვესტიციო მიდგომა დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება და გრძელვადიან პერსპექტივაში დააგროვოთ სიმდიდრე.

8. არასოდეს ჩადოთ საფონდო ბაზარზე ინვესტიცია სესხით

ადამიანების უმეტესობა ხშირად ანთავსებს ინვესტიციას ნასესხები ფულით საფონდო ბაზარზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ პირად და ფინანსურ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, თავი აარიდოთ რაიმე ფორმით სესხის აღებას და ინვესტირებას. განათავსეთ თქვენი საკუთარი ფული ისე, რომ მშვიდად იყოთ, თუნდაც ფინანსური ზარალის შემთხვევაში.

9. ფოკუსირება კომპანიის ისტორიაზე

ფასიანი ქათალდების ყიდვამდე მნიშვნელოვანია ფოკუსირება კომპანიის ისტორიაზე, რადგან დარწმუნდეთ, მათ სანდოობაში. ხშირად აქციები იზრდება გარე ფაქტორების გამო. თუმცა, თქვენ გაქვთ კარგი შემოსავლის მიღების შანსი მხოლოდ მაშინ, როდესაც კომპანიას აქვს თქვენთვის საინტერესო ფინანსური ისტორია.

10. იყავით მომთმენი

ბაზარი გამოცდის თქვენს მოთმინებას. აუცილებელია იყოთ თავშეკავებული და დარჩეთ ინვესტიციების ერთგული დიდი ხნის განმავლობაში. იყავით კონცენტრირებული და გააკეთეთ სწორი ნაბიჯები გრძელვადიან პერსპექტივაში.








დავალება:

*დახატე, როგორი წარმოგიდგენია საფონდო ბაზარი;










No comments:

Post a Comment

ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)

 ვენეციური ნიღაბი უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბ...