✅(მესამე გაკვეთილი - ფილმის ჩვენება)
ქაღალდი ჩვენი ცხოვრების ჩვეული და აუცილებელი კომპონენტია. მას ვიყენებთ სხვადასხვა დანიშნულებით: ინფორმაციის შენახვისა და კომუნიკაციისთვის (წიგნები, პერიოდული გამოცემები, საქმიანი დოკუმენტები, წერილები), საკვების შეფუთვისა და დაცვის მიზნით (შესაფუთი მასალა), პირადი ჰიგიენისთვის (ცვირსახოცი, საფენები, და სხვა) და ასევე მედიცინაში (ტამპონი, სხვა).
იყო მოლოდინი, რომ კომპიუტერული ინდუსტრიის განვითარება შეამცირებდა ქაღალდის მოხმარებას. თუმცა პირიქით, პრინტერისა და კოპირებადი აპარატების გამვითარებამ ხელი შეუწყო ქაღალდის მოხმარების ზრდას.
* ქაღალდის წარმოებისთვის მსოფლიოში ყოველწლიურად იჭრება 500,000,000 კუბამეტრი ტყე.
* ერთი ტონა ქაღალდის დამზადებას სჭირდება 25-70 კუბამეტრი წყალი
*ერთი ტონა ქაღალდის დამზადებს სჭირდება დაახლოებით 9,100 კილოვატ საათი ენეგია, რაც დაახლოებით შეესაბამება საშუალო მაცხოვრებლის ორითვის მანძილზე მოხმარებულ ელექტროენერგიას.
ქაღალდის წარმოების ძირითადი მასალა ხის მერქანია, ხის ჭრა კი იწვევს ტყის განადგურებას. ხის მჭრელი კომპანიები, რომლებიც გამოიყენებენ ტყის პირწმინდა ჭრის მეთოდს დიდ ზიანს აყენებენ ტყეს. რიგ შემთხვევებში ტყის ჭრა არალეგელურად, კანონის დარღვევით ხდება, ეს კი იწვევს როგორც ტყის ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმების განადგურებას.
ამიტომ მაქსიმალურად ყაირათიანად უნდა ვხარჯოთ ქაღალდი და ვეცადოთ ის არასაჭირო ქაღალდი რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა, რვეულების ჟურნალების ან სხვა დაზიანებული წიგნების სახით ჩავაბაროთ ქაღალდის ჩამბარებელ პუნქტებში. ქაღალდის მეორადი გადამუშავებით იზოგება ქაღალდის წარმოებაზე დასახარჯი ენერგია, დაიზოგება ხე-ტყე.
No comments:
Post a Comment