✅(პირველი გაკვეთილი)
თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიური განვითარების გასაოცარი სიჩქარით ხასიათდება. ძნელია იმის თქმა, თუ რა იქნება 10 ან 20 წლის შემდეგ.
მოდი მშობლებს, ბებიებ და ბაბუებს დაუსვაათ კითხვა - თუ წარმოიდგენდნენ სულ რაღაც 20-30 წლის წინ, რომ დღეს ტექნოლოგიების აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში მოუწევდათ ცხოვრება?
მათგან საკმაოდ საინტერსო უახლესი წარსულის ისტორიას მოისმენთ.
ეს ისე შესავლისთვის თორემ ალბად უკვე მოგბეზრდათ და იფიქრეთ, რომ აღარ გინდათ გაიგოთ რატომ უნდა ვისწავლოთ ეკონომიკა?
პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ სწორი გადწყვეტილების მიღება.
დავსვათ ყველასთვის ნაცნობი კითხვა:
ვინ გინდა გამოხვიდე და რატომ?
დაფიქრებით და ხანაც დაუფიქრებლად პასუხობთ - პოლიციელი, მეხანძრე, მხატვარი, მფრინავი და ა.შ. უფრო შემდგომ კი, როდესაც ასაკი მოგემატა, ახალმა ინფორმაციამ, თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან ურთიერთობამ საშუალება მოგცა, სხვადასხვა ინფორმაციას გაცნობოდი და ამით, შენი შეხედულებები სამყაროს მიმართ შეიცვალა. ზოგიერთ თქვენგანს ისევ მეხანძრეობა, პოლიციელობა ან მფრინაობა უნდა, მაგრამ გაგიჩნდა ახალი ინტერესები, მსახიობი, პროგრამისტი, ბიზნესმენი, მშენებელი, ბანკირი, იურისტი და ა.შ.
პროფესიის შერჩევის დროს, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა გაიაზრო, რა არჩევანი არსებობს და რატომ ირჩევ მრავალგვარი პროფესიიდან ერთს? შეიძლება საკმაოდ კარგი უნარი გაქვს ხატვის, მაგრამ გინდა, რომ გამოხვიდე ბიოლოგი. ერთი შეხედვით, იყო ბიოლოგი და პარალელურად ხატავდე, ერთმანეთს ხელს არ უშლის, მაგრამ ადამიანისთვის არსებობს ძირითადი პროფესია, რომელიც რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს, თუ შენს თავს სხვა მიმართულებით, უფრო წარმატებულს ხედავ.
ხშირად დგას საკითხი, ვერ წყვეტ პრობლემას, სად უნდა ისწავლო და რა პროფესიას დაეუფლო, მაგრამ ეს საკითხი შენს მაგივრად შეიძლება შენს მშობლებს ან ახლობლებს ჰქონდეთ გადაწყვეტილი. დედას უნდა, რომ ექიმი გამოხვიდე, მამას პროგრამისტი, იმიტომ, რომ თვითონ ოცნებობდა ამაზე. ის მათემატიკოსია და ვერ შედგა როგორც პროგრამისტი. ბებია და ბაბუა დარწმუნებულია, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის იქნები, რაგან მისი შვილიშვლი ნებისმიერ შემთხვევეაში წარმატებული იქნება. მათი გაგებით შენთვის კარგი უნდათ. რჩევების გათვალისწინება, თუ რა თქმა უნდა მოგწონს, კარგია, მაგრამ ეს არის შენი არჩევანი და შენი მომავალი ცხოვრება.
როგორც ვხედავთ, ყველას გვაქვს გარკვეული მიზანი. მიზნის მისაღწევად კი საჭიროა იყო წარმატებული და იყოს წარმატებული შენს გარდა უნდა უამრავ ადამიანს.
იცი რა არის კონკურენცია?
კონკურენცია არის შეჯიბრი, სადაც იმარჯვებს წარმატებული.
დღეს რთულია გარკვეული ცოდნის გარეშე გახდე წარმატებული. პირველ რიგში, როდესაც ნებისმიერ საქმეს აკეთებ უნდა იცოდე, რომ შენ ყველა შემთხვევაში ქმნი პროდუქტს, რომელიც უნდა გაიყიდოს.
ეს პროდუქტი შეიძლება იყოს:
* შენი განათლება, რომელსაც სხვას უზიარებ და ამაში იღებ ანაზღაურებას;
* ქმნი ნახატს, რომელიც უნდა გაყიდო, ან გაიტანო გამოფენაზე - ორივე შემთხვევაში ხდება შენი შრომის ანაზღაურება;
* ქმნი სხვადასხვა მომსახურებას (სტილისტი, ტაქსით მომსახურება, საკურიერო მომსახურება);
* ქმნი ნებისმიერ სხვა საქონელს, რომელიც შეიძლება გაყიდო....
„ეკონომიკა“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საოჯახო მეურნეობის მართვას.
ოჯახი მრავალი გადაწყვეტილების წინაშე დგას, მან უნდა გაითვალისწინოს თითოეული ოჯახის წევრის უნარი, შესაძლებლობა და სურვილი, რომ სწორად მართოს თავისი შეზღუდული რესურსები.
რატომ შეზღუდული რესურსები?
რესურსების მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეზღუდულობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყოველთვის იმაზე მეტი უნდა, ვიდრე მას საოჯახო მეურნეობა მისცემს.
როგორ წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს რესუსი და არის თუ არა ეს რესურსები შეზღუდული?
* ფინანსური რესურსი;
* ადამიანური შესაძლებლობის რესურსი;
* ტექნიკური შესაძლებლობის რესურსი და ა.შ.
ასე, რომ არ არსებობს სამყაროში ამოუწურავი რესურსი, ყველა რესურსი ამოწურვადია.
ოჯახის მსგავსად საზოგადოებაც მრავალი არჩევანის წინაშე დგას, რადგან საზოგადიება მრავალი საოჯახო მეურნეობისგან შედგება. საზოგადოებას სჭირდება ადამიანები რომლებიც დაამზადებენ კვების პროდუქტებს, შეკერავენ ტანსაცმელს, დაწერენ კომპიუტერულ პროგრამებს და ა.შ. მაგრამ როგორც საოჯახო მეურნეობა, საზოგადობისთვისაც ზუსტად იგივე შეზღუდული რესურსები არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებასაც იმაზე ნაკლების შეთავაზება შეუძლია ვიდრე ადამიანებს უნდათ.
სწორედ ამ საკითხებს და კიდევ ბევრ სხვა საინტერსო საკითხს სწავლობს ეკონომიკა.
ყავა „კაპუჩინო“
ჩემს მაგიდაზე დევს პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ყავა „კაპუჩინო“.
თქვენ უკვე ახალგაზრდა ეკონომისტები ხართ და მაინტერესებს თქვენი აზრით - როგორია თქვენი, ეკონომისტის თვალით დანახული, პაკეტში მოთავსებული ყავა და რა გზა გაიარა სანამ ის ჩემს მაგიდაზე მოხვდებოდა?
პირველ რიგში საინტერესოა, ვისი სამუშაო ანაზღაურდა იმ ფულით რომელიც მე ყავაში გადავიხადე?
ყავას სანამ პაკეტში მოხვდებოდა ყავის პლანტაციაში უამრავმა ადამიანმა იმუშავა, ყავა დაიკრიფა, მოიხალა და დაიფქვა.
მეორე კონტინენტზე კი ფერმერი, რომელიც მსხვილფეხა საქონელს უვლის და კვებავს აწარმოა რძე, რომელიც ყავის მწარმოებელ ქარხანაში ყავასთან ერთად გადაამუშავეს და მიიღეს ყავა „კაპუჩინო“.
ყავა კი მაღაზიაში ვიყიდე.
ვისი სამუშაო ანაზღაურდა იმ ფულით რომელიც ყავაში გადაიხადეს?
პლანტაციის მფლობელი - პლანტაციაში მომუშავე ადამიანები
- ყავის მომხალავი - ყავის დამფქველი - რძის მწარმოებელი
- „კაპუჩინოს“ დამამზადებელი - ყველაფერ ამის გადამზიდავი მძღოლები
- მაღაზიის მფლობელი - მაღაზიის გამყიდველი
აქ მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა რომელთა შესრულებული სამუშაოს წყალობით ჩემს მაგიდაზე დევს ყავა „კაპუჩინო“. ეს არის მაგალითი, როდესაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უამრავმა ადამიანმა იშრომა იმისთვის, რომ ყავა „კაპუჩინო“ ჩემს მაგიდაზე მოხვედრილიყო იმ ფასად რა ფასიც მე მაღაზიაში გადავიხადე.
არ არსებობს მსოფლიოში ადამიანი, რომელიც მარტო ყველაფერ ამას შესძლებს, იმიტომ რომ საბოლოოდ ერთი ფინჯანი ყავა „კაპუჩინო“ დალიოს.
კითხვები:
*რა არის ეკონომიკა?
*რა არის კონკურენცია?
*რატომ არის შეზღუდული რესურსები?
*როგორ უნდა ვისწვლოთ შეზღუდული რესურსების მართვა?
დავალება:
*ავიღოთ ნებისმირი პროდუქტი და გავიაროთ (ჩამოვწეროთ) ის გზა, რაც მან გაიარა იმისთვის, რომ ის თქვენს ხელში მოხვედროდა?
No comments:
Post a Comment