Tuesday, 8 November 2022

✅ 6. ფულის ნიშნების წარმოება (ფილმის ჩვენება)

(მეექვსე გაკვეთილი - ფილმის ჩვენება)

ქაღალდის ფულის ნიშნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1-დან 5 წლამდე მერყეობს, მონეტები კი მიმოქცევაში გაცილებით დიდხანს ძლებს. ეროვნული ბანკი სისტემატურად ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ბანკნოტების და მონეტების მიმოქცევიდან ამოღებას და მათი ახალი ბანკნოტებითა და მონეტებით ჩანაცვლებას. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.







Tuesday, 1 November 2022

✅ 5. გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტის გაჩენის აუცილებლობა - ფული, ფულის ფუნქციები

გაცვლის საყოველთაო საქონლის (ეკვივალენტი) არსებობამ მნიშვნელოვან საფეხურზე აიყვანა კაცობ­რი­ობის ეკონომიკური განვითარება. გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტური საქონლის არსებობის მიუხედავად, სასაქონლო გაცვლის პროცესი მაინც არ იყო სრულყოფილი და გაცვლითი ურთი­ერ­თობა კვლავ პრობ­ლემად რჩებოდა. ამ პროცესებმა ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება მოითხოვა, გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტის - ფულის მოჭრა. რომელიც ერთად-ერთი გზა იყო, ადამიანი ეკონომიკური განვითა­რების ახალ საფე­ხურ­ზე ასულიყო.

ვნახოთ როგორ არის აღწერილი ფულის შექმნის ისტორია „თაფლის ფული თეთრი სამეფოს ამბავში“. -...მეფე ფიქრობდა, რომ ასე დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. ყოველთვის შე­იძლებიდა, რომ ძირითადი პროდუქტის დეფიციტი შექმნილიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ, მი­ნისტრებმა მეფეს ურჩიეს, ფულის ემისია ჩაეტარებინა ანუ მოეჭრა ვერცხლის და ოქროს მო­ნე­ტები...“. 

ფულის შექმნის რეალური ისტორიაც მსგავსი შინაარსისაა. პირველ ეტაპზე ფული ლითონის მონეტის სახით გაჩნდა. მონეტის სამშობლოდ მიჩნეულია ლიდია. როგორც ვიცით მონეტის შემოღებამდე მიმოქცევაში იყო ლითონის სხვადასხვა ფორმის ზოდები. ძვ. წ. VII საუკუნიდან მონეტამ მრგვალი ფორმა მიიღო და მისი სრულფასოვნების გარანტიას სა­ხელმ­წიფო იძლეოდა.

სიტყვა „მონეტა“ იყო ქალღმერთ იუნონას ერთ-ერთი ეპითეტი და ნიშნავდა დამრიგებელს. სახელი მომდინარეობს კაპიტოლიუმის ბორცვზე (ქ. რომი) იუნონა - მონეტას ტაძარში მოთავსებული ზარაფხანისაგან, სადაც იჭრებოდა ლითონის ფული.

ჩვენს მიერ მოყვანილ ამბავში („თაფლის ფული თეთრი სამეფოს ამბავი“), მეფეს მინისტრებმა ურჩიეს, ფულის ემისია ჩაეტარებინა ანუ მოეჭრა ვერცხლის და ოქროს მონეტები. ემისია როგორც მივხვდით ფულის მოჭრას ნიშნავს და ორივე მოყვანილი მაგალითიდან ვიგებთ, რომ ფულის მოჭრას ხაზინა ან ზარაფხანა ახორცი­ელებს.

ხაზინის როგორც საცავის შესახებ საკმაოდ საინტერესო ისტორია არსებობს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძველი წელთაღრიცხვით 64-63 - ახალი წელთაღრიცხვით - 23-24 წელი) თავის ნაშრომებში აღწერს ტოლოსის (ამჟამად ტულუზის) ტბებსა და მასში არსებულ საგანძურს. განსხვავბით სხვა უფრო თანამედროვე ეპოქის მეცნიერებისგან სტრაბონი არასდროს არ მოიხსენიებს ტბებს წმინდა ადგილებად. ის ასაბუთებს ტბებში არსებული ოქროსა და ვერცხლის ზოდების სინამდვილეს, რომ ტბები ქურდებისგან საუკეთესო სამალავია. ამასთანავე, არ არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ტულუზის ტბები სახელმწიფო ხაზინის როლსა და თავისებური ქვეყნის ფინანსური რეზერვის როლს ასრულებდნენ.

ხაზინა - სახელმწიფო ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობების მართვის ერთიანი ცენტ­რალიზებული სისტემა, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას, მის შემოსავ­ლებსა და გასავლებს.

„...მეფის ბრძანებით ხაზინის გვერდით შენობის კედელზე ახალი წარწერა ჩამოკიდეს-„ქვეყ­ნის მთავარი ბანკი“, სასწრაფოდ ბანკის მინისტრი დაინიშნა და დაევალა, რომ ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობაში აღწერა ჩაეტარებინა და დაედგინა რა რაოდენობის თაფლს აწარ­მოებდნენ და ცვლიდნენ მეფუტკრეები ქვეყანაში მთელი წელი. აღწერის შემდეგ მეფემ ბრძანება გამოსცა, რომ ერთი ქილა თაფლი ერთი ვერცხლის მონეტა, ხოლო ერთი ოქროს მონეტა-ხუთი ქილა თაფლი ეღირებოდა, ამიტომ ქვეყანაში ზუსტად იმ რაოდენობის ფული უნდა მოეჭრათ, რა რაოდენობის თაფლსაც აწარმოებდნენ და ცვლიდნენ მეფუტკრეები წლის განმავლობაში. ზუს­ტად ფულის ეს რაოდენობა იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობა არ გაღარიბებუ­ლი­ყო და სამეფოს ხაზინაც გაძლიერებულიყო...“.

რატომ ფიქრობდნენ, რომ ქვეყანაში მეფუტკრეები რა რაოდენობის თაფლსაც აწარმოებდნენ და ცვლიდნენ, იმის მიხედვით უნდა მოეჭრათ ფულის რაოდენობა და ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მოსახლეობა არ გაღარიბებულიყო და სამეფო ხაზინაც გაძლიერებულიყო?

მოვიკრიბოთ ჩვენი მათემატიკური უნარები, რათა გავაცნობიეროთ რამდენი ფულია სჭირო სახელმწიფოში და დავსვათ ამოცანა.

დაუშვათ აღწერის შემდეგ დადგინდა, რომ სახელმწიფოში გასაცვლელად აწარმოებენ 14000 ქილა თაფლს და თითოეული ქილა თაფლი იცვლება სხვადასხვა საქონელში საშუალოდ შვიდჯერ. უფრო გასა­გები, რომ გახდეს ვნახოთ ნახატი სადაც ერთი თაფლის ქილა, რომელიც გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტია, ერთი წლის განმავლობაში იცვლება შვიდჯერ სხვადასხვა საქონელში.

პირველად თაფლის მფლობელი ქილა თაფლს ცვლის ერთ კალათ ხილში. უკვე ხილის მფლო­ბელი იმავე თაფლს ცვლის ქათამში, ქათმის მფლობელი კი თაფლის ქილას სხვა თაფლის ქი­ლასთან ერთად ცვლის ორ იხვში და ასე შემდეგ ერთი ქილა თაფლი წლის განმავლობა­ში ასწრებს შვი­დ­ჯერ გაცვლას სხვადასხვა საქონელში.


როგორც ზღაპრიდან ვგებულობთ ფულის მოჭ­რის შემდეგ დადგინდა, რომ ერთი ქილა თაფლი ერთი ვერ­­ცხლის მონეტა, ხოლო ერთი ოქროს მონეტა კი ხუ­თი ქილა თაფლი ეღირებოდა. აქედან გამომდინარე შე­­ვად­გინოთ ფულის ემისიის გეგმა - რამდენი ვერ­ც­ხლის და რამდენი ოქროს მონეტა უნდა იქნეს გამო­შვებული ბრუნ­ვაში? ამის დასადგენად შე­ვად­გინოთ ცხრილი რომელსაც ემისიის ცხრილს დავარქმევთ. ცხრილის შედგენის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმწი­ფო­ში ვერცხლის მონეტის რაოდენობა უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ოქროს მონეტის რაოდენობა, რადგან ნაკლები ნომინალის* ფული ყოველთვის უფრო მეტს ბრუნავს ვიდრე მაღალი ნომი­ნა­ლის. ჩვენს მიერ მოცემული ცხრილი ადგენს ფულის იმ რაოდენობას რომელიც საჭირო იქნება ქვეყანაში იმისთვის, რომ გაცვლის პროცესში პრობლემები არ შეიქმნეს და პირიქით არ გაჩნდეს ზედმეტი ფულის მასა, რომელიც ინფლაციის გამოწვევის ერთ-ერთი საფუძველია (ინფლაციის თემას ცალ­კე გაკვეთილზე განვიხილავთ).

22400 X 7 = 39 200 X 4
ახალი ვერცხლისა და ოქროს მონეტები თავის მხრივ გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტს წარ­მოადგენენ. დავუბრუნდეთ ნახატს სადაც თაფლის ქილა შვიდ სხვადასხვა საქონელში იცვლე­ბა და დავადგინოთ რა ეღირება ქათამი, ღორი ან ძროხა თუ გაცვლისთვის გამოვიყენებთ ვერცხ­ლ­ის ან ოქროს მონეტებს?
გარკვეული პერიოდის შემდეგ ლითონის ფულმა დაამტკიცა, რომ ეკონომიკაში ფულის გაჩენამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ადამიანების ურთიერთობა, ვაჭრობა, მიწათ­მოქმედება და ხელოსნობა განვითარების განსხვავებულ საფეხურზე ავიდა. ლითონის ფულის მოჭრა გარკვე­ულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გაჩნდა საჭიროება შექმნილიყო ქაღალდის ფული ანუ ქარალდის ბანკნოტი, რომლის შექმნის მიზეზი მრავალმა ფაქტორმა განაპირობა: მდიდ­რები, რომლებსაც ოქროსა და ვერცხლის ფილების გარკვეული რაოდენობა გააჩნდათ, დაიწყეს ძვირ­ფასი ლითონების შენახვა. ისინი ძვირფას ლითონებს ოქრომჭედლებს აბარებდნენ შესანა­ხად, ხოლო სანაცვლოდ იღებდნენ ქვითრებს, რომლებიც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქაღალდის ფულის პირველ ფორმად.

ჩინელები პირველები იყვნენ მსოფლიოში, ვინც ქაღალდის ბანკნოტი შემოიღო ბრუნვაში. ისტორიულად ჩინეთის სახელმწიფომ ქაღალდის პირველი ფული დაახლოებით 650 წელს გამოუშვა, მას „ფეი ციანი“ (მფრინავი ფული) ერქვა და საიმპერატორო ბეჭედი ერტყა. მასიურად კი ფულის ბეჭდვა IX საუკენეში 1024 წელს დაიწყო, რადგან ომის დასაფინანსებლად დიდი სახსრე­ბი იყო საჭირო. ბანკნოტი 10000 სპილენძის მონეტის მაგივრობას სწევდა. როგორც მოგზაური მემატიანეები (მარკო პოლო, იბნ-ბატუტა, ბერი გილიომ რუბრუკი და სხვები) აღნიშნავდნენ, ეს ახალი შესაძლებლობა იყო იმ მიზნის მისაღწევად, რაზეც ასე დიდი ხანი მიისწრაფვოდნენ ალქი­მიკოსები. ევროპაში პირველი ბანკნოტები 1661 წელს სტოკჰოლმში კერძო საემისიო ბანკმა დაბეჭდა, მანამდე კი ევროპელები თამასუქს* (ვექსილს) იყენებდნენ.

1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გავიდა და 1995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა საქართველოს ეროვნული ვალუტა „ლარი“.

ქაღალდის ფულის ნიშნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1-დან 5 წლამდე მერყეობს, მონეტები კი მიმოქცევაში გაცილებით დიდხანს ძლებს. ეროვნული ბანკი სისტემატურად ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ბანკნოტების და მონეტების მიმოქცევიდან ამოღებას და მათი ახალი ბანკნოტებითა და მონეტებით ჩანაცვლებას. გამოუსადეგარი ფულის ნიშნები ნადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად. 

ლითონის მონეტა  - ოქროსა და ვერცხლის ფული სახეობის მი­ხედვით, მიეკუთვნება რეალურ ფულს, ეს არის ფული, რომლის ნომინალური ღირებულება (ღირებულება რომელიც გამოსახულია მონეტაზე) შე­ესაბამება მათ ნამდვილ ღირებულებას, ანუ ლითონის ღირებულებას, საიდანაც ისინი მზად­დება (ოქრო ან ვერცხლი). მიუხედავად იმისა, რომ ლითონის მონეტები კარგად ასრულებდნენ საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას, მათ სერიოზული ნაკლი ჰქონდათ - ხანგრძლივი მიმოქ­ცევის პროცესში ძვირფასი ლითონი ცვდებოდა და აღარ შეესაბამებოდა თავის ნომინალურ ღი­რე­ბულებას. ამიტომ წარმოიშვა ოქროსა და ვერცხლის შემცვლელის აუცილებლობა. შეიქმნა ბრინჯაოს და სხვა დაბალი სინჯის ლითონისგან დამზადებული მონეტები.

ქაღალდის ფული - თანდათანობით ოქრო მიმოქცევიდან გაქრა და იგი ქაღალდის ბანკნოტებმა და ლითონის (დაბალი სინჯის ბრინჯაო, რკინა და ა.შ.) მონეტებმა შეცვალა. ქაღალდის ფულის ნომინალუ­რი ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე რეალური, ანუ ქაღალდის ბანკნოტის ღირებულება (ქაღალდი, ბეჭდვა და მასზე გაწეული შრომა) ბევრად დაბალია ვიდრე მასზე გამოსახული ნომინალური ღირებულება. ქაღალდის ფული სახელმწიფო ძალაუფლებით არის შემოღებული და სახელმწიფო არეგულირებს თუ რა რაოდენობის ფული უნდა იყოს ბრუნვაში გაშვებული.

ელექტრონული ფული - ბოლო ათწლეულებში ფართოდ გავრცელდა პლასტიკური ბარათები, რომელთა გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ნაღდი ფულით სარგებლობა. აღნიშ­ნული ბარათები ასახავენ ბანკში ბარათის მფლობელის ანგარიშზე რიც­ხულ ფულს, რომე­ლიც ელექტრონული ჩანაწერების ფორმით არსებობს. ბარათით სარგებლობა ნაღდი ფულით სარგებლობის ტოლფასია. საქონლის (მომსახურების) შეძენა ელექტრონული საბანკო ანგარიშსწორებით ხდება ისე, რომ ნაღდი ფული საჭირო აღარაა. შესაბამისი თანხა ბარათის მფლობელის (მყიდველის) ანგარიშიდან ავტომატურად იხსნება და გამყიდველის ანგარიშზე ირიცხება.

როგორც ვხედავთ დღევანდელ სამყაროში ფულს ჩვენთვის ნაცნობი სახე აქვს. იგი ბანკნოტებითა და მონეტებით გამოიხატება, რომელზეც ქვეყნის ნაციონალური სიმბოლოები ან მრავალფეროვანი ორნამენტები არის აღბეჭდილი. თანამედროვე ფული სხვა არაფერია, თუ არა უბრალო ქაღალდი ან ელექტრონული ციფრები, რომლებიც ბანკში ჩვენს ანგარიშზე არსებულ ბალანსის რაოდენობას აჩვენებს. იგი სწორედ იმიტომ გამოიყენება ეკონომიკური ურთიერთობების განსახორციელებლად, რადგან აბსოლუტურად ყველა ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ფულს გაცვლის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს.

რატომ გახდა ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ადამიანის ცხოვრებაში ფულის ქონა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად გასათვალისწინებელია ის სამი ძირითადი ფუნქცია, რომელსაც თანამედროვე საზოგადოებაში ფული ასრულებს.

1. ფული, როგორც გადახდის (საშუამავლო) საშუალება

უპირველეს ყოვლისა, ფული არის უმნიშვნელოვანესი გამონაგონი კაცობრიობის ისტორიაში, რადგან იგი შუამავლის როლს ასრულებს და მას გააჩნია მთავარი საგადამხდელო ფუნქია - ფული გადახდის საშუალება. ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის უფრო თვალსაჩინოდ გასააზრებლად წარმოვიდგინოთ, თუ რა სიტუაცია იქნებოდა გაცვლით ეკონომიკაში, რომელიც საქონლის გაცვლით ურთიერთობებს ეფუძნება. იმისათვის, რომ ადამიანმა სასურველი ნივთი, მაგალითად, ავტოკალამი, შეიძინოს, მან უნდა მოძებნოს და იპოვოს მეორე ადამიანი, რომელიც თანახმა იქნება, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ ავტოკალამი გადასცეს პირველს.

2. ფული, როგორც დანაზოგის შექმნის საშუალება

ფულის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ მისი გამოყენება შეგვიძლია დანაზოგის სახით. სხვა სიტყვებით, ფულის დროებით შენახვა და იგი მოგვიანებით გამოვიყენოთ საჭიროების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ფული არის ყველაზე ხელმისაწვდომი ფინანსური საშულება, რომელიც სწრაფად შეიძლება, გადაიცვალოს ნებისმიერ საქონელსა და მომსახურებაზე. სხვა ფინანსური აქტივებს, როგორებიცაა სახლი, მიწა ან ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც აგრეთვე აქვთ ღირებულების შენახვის ფუნქცია, თუმცა ფულისგან განსხვავებით, მათი გამოყენება არ შეგვიძლია გადახდის მიზნით.

3. ფული, როგორც ღირებულების საზომი საშუალება

ფული, აგრეთვე, არის ერთეული, რომლსაც თანამედროვე სამყაროში მთავარი ღირებულების განმსაზღვრელი ფუნქცია გააჩნია. სწორედ ეს გახლავთ ფულის მესამე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. როგორც კონკრეტული დისტანციის გასაზომად გამოიყენება მეტრები, სანტიმეტრები ან იარდები, ასევე ფულის ერთეული გამოიყენება საქონლის, მომსახურების ან სხვა რესურსების ღირებულების განსასაზღვრად.


(ინფორმაცია ტრენერისთვის)

გარკვეულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში დგება პერიოდი, როდესაც სჭიროა ბრუნვაში არსებული ფულის მასის დარეგულირება ან უარეს შემთხვევაში სრულყოფილად ფულის კუპიურების შეცვლა (ეკონომიკური კრიზისების, ინფლაციური პროცესების დროს). ამ შემ­თ­ხვევაში ფულის რაოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენება ირვინგ იშერის განტოლება.

MV=QP

M - მიმოქცევაში საჭირო ფულის რაოდენობა (M - აგრეგატი); V - ფულის მიმოქცევის სიჩქარე; Q - საქონლისა და მომსახურების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში; P - საქონლისა და მომსახურების საშუალო ფასი.

შინაარსობრივად თუ დაუკვირ­დებით იშერის განტოლება და ჩვენს მიერ შედგენილი ემისის ცხრილი ერთ მიზანს ემსახურება - ფულის იმ რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც საზოგადო­ებას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს.



დღეს გავეცანით ეკონომიკურ ტერმინებს:

1. ემისია;

2. ხაზინა (ზარაფხანა);

3. ლითონის მონეტა;

3. ქაღალდის ფული;

3. ელექტრონული ფული.


კითხვები

*რა პრობლემები შეიქმნა ნატურალურ გაცვლაში და რატომ გახდა აუცილებელი საყოველთაო ეკვივალენტის - ფულის მოჭრა?

*როგორ დათვალეს რა რაოდენობის ფული უნდა მოჭრათ სახელმწიფოში?

*რამდენი სახის ფული არსებობს?

დავალება:

1. გამოთვალეთ იშერის განტოლებაში (MV=QP)

M - მიმოქცევაში საჭირო ფულის რაოდენობა (M - აგრეგატი)

M * 5 (V)= 2580 (Q) * 9 (P)

M * 10 (V)= 2250 (Q) * 4 (P)

M * 5 (V)= 2240 (Q) * 7 (P)

2.გამოთვალეთ იშერის განტოლებაში (MV=QP)

V - ფულის მიმოქცევის სიჩქარე

8900 (M) * V = 7120 (Q) * 5 (P)






ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)

 ვენეციური ნიღაბი უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბ...