6 აპრილი
მე ვარ
თითა, 11 წლის. მყავს დედა, მამა და ძმა. ვსწავლობ მე-6 კლასში.
დღეს
სკოლაში დავიწყეთ ახალი საგანი - ეკონომიკა. გვითხრეს, რომ ეკონომიკა არის ის, რასაც
ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ - ვჭამთ, ვიცმევთ, დავდივართ სკოლაში, შევდივართ მაღაზიაში
და ა.შ.
ეკონომიკას, თურმე „უხილავი ხელი“ მართავს,
რომელიც თითქოს მუდმივად დაგვყვება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნილებები
დავიკმაყოფილოთ.
მოთხოვნილება
ყოფილა იგივე ჩვენი სურვილი და კიდევ გვაქვს საჭიროება, რომელიც ასევე არის, რაღაც სურვილის
უკმარისობის გრძნობა.
* ჩვენ
რომ გვწყურია თურმე ეს არის საჭიროება;
* თუ
ჩვენ წყურვილის მოსაკლავად გვინდა წყალი, მინერალური სასმელი, ნატურალური წვენი, ჩაი
ან ყავა ეს უკვე მოთხოვნილებაა.
როგორც
გავიგე, მოთხოვნილება და საჭიროება ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ მათ ბევრი
საერთო აქვთ. მე კი მაინც მგონია, რომ მოთხოვნილება იგივეა რაც საჭიროება, ოღონდ უფრო
დაკონკრეტებული. ასე რომ, ეკონომიკა მართლა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ყოფილა.
„უხილავი
ხელი“ ახსენა
მასწავლებელმა და საერთოდ ყველაფერი, რასაც უხილავი ჰქვია გვიყვარს ბავშვებს, გვაინტერესებს
და ჩვენც გაკვეთილზე „უხილავ ხელზე“ გავაგრძელეთ საუბარი. „უხილავი ხელის“ არსებობა ერთ-ერთ იმ ადამიანს შეუნიშნავს ვინც ეკონომიკა
მოიგონა*. ეკონომიკის შესახებ ეს იყო პირველი საინტერესო შედარება, რომლითაც ბავშვები
დავინტერესდით.
ადამ სმითი (Adam Smith 1723-1790)- შექმნა
კლასიკური ეკონომიკური სკოლა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის ბოლოს. ეკონომიკის
ახსნის დროს ადამ სმითი საკმაოდ გამართლებულ ხერხად მიიჩნევდა მეტაფორულ შედარებებს.
მის ნაშრომში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ არის ნახსენები
ცნობილი მეტაფორა „უხილავი ხელის“ შესახებ.
გამიჩნდა
კითხვა რა არის უხილავი, რასაც ვერ ვხედავთ?
მასწავლებელმა
გვითხრა - როდესაც ეკონომიკას შევისწავლით, ეკონომიკის შესახებ შეიძლება ქაოსური წარმოდგენა
შეგვექმნას. მაგრამ ამ ქაოსში ჩვენ უნდა მოვძებნოთ წესრიგიო და ეს ყველაფერი ქუჩაში
ავტომობილების მოძრაობას შეადარა*. ახსნის შემდეგ გვითხრა - მიუხედავად იმისა, რომ
მძღოლები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ მოძრაობას მაინც წესები არეგულირებს
და მთლიანობაში ყველაფერი ერთად ქმნის წესრიგს, რომელსაც სწორ შედეგამდე მივყავართო.
„...ათასობით ადამიანი ყოველდღიურად დილის
რვა საათისთვის გამოდის სახლიდან, მიუჯდება საჭეს და მიდის სამსახურში. ისინი მარშუტებს
წინასწარი შეთანხმების გარეშე ირჩევენ, მანქანის მართვის ხელოვნებაც სხვადასხვანაირი
აქვთ... ყველა მძღოლი სხვადასხვა მიზანს ესწრაფვის, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე...“
რადგან არაფერი იცის სხვების მიზნების შესახებ... “. ეს ყველაფერი გავს ქაოსსა და უწესრიგობას,
მაგრამ როგორ უნდა მოვძებნოთ ამ ქაოსში წესრიგი?
„...არსებობს საერთო წესები, რომელთაც
ყველა მძღოლი ემორჩილება: გაჩერება წითელ სინათლეზე და სიჩქარის შეზღუდვა. “ მძღოლები ერთმანეთს უსწრებენ თუ მათ
თავისუფალი სივრცე ნახეს, თან ერთმანეთს უთმობენ გზას, რომ არ მოხდეს დაჯახება. შედეგად
გარკვეულ დროში ისინი მშვიდობიანად აღწევენ იმ ადგილს საითკენაც ისინი მიიჩქაროდნენ. (პოლ ჰეინე „აზროვნების ეკონომიკური წესი“)
მე დავინახე,
თუ როგორ შეიძლება ქაოსში მოვძებნო წესრიგი ანუ მე დავინახე „უხილავი ხელი“, რომელიც
ყოფილა წესრიგი და რომელიც ამუშავებს ეკონომიკას.
პროექტი „ეკონომიკის დღიური“
ზაზა მინდიაშვილი