თანამედროვე
სამყარო ტექნოლოგიური ცვლილებების
გასაოცარი სიჩქარით ხასიათდება. ძნელია იმის თქმა, თუ რა იქნება 15-20 წლის შემდეგ. როდესაც
უახლოეს წარსულს გადავხედავთ შეიძლება ვერც კი გააცნობიერო, რომ შენ ერთი და იგივე
ადამიანს სულ რაღაც 20 წელიწადში ტექნოლოგიების აბსოლუტურად განსხვავებულ რამდენიმე
ეკონომიკურ სამყაროში მოგიწია ცხოვრება. ეკონომიკა საზოგადოების განვითარების ნებისმიერ
საფეხურზე, მოითხოვს მის ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციას. რთულია ასეთ
ცვალებად გარემოში, სადაც ეკონომიკა ყოფაცხოვრების ყველა საფეხურზე
გვხვდება, მოზარდი არ ფლობდეს, სულ მცირე, ეკონომიკის ზოგად უნარებს.
ეკონომიკური სწავლების მიზანია საზოგადოებაში
სკოლის ასაკიდან ჩამოყალიბდეს ეკონომიკური აზროვნება, ეკონომიკური კულტურა, სწორი გადაწყვეტილების
მიღების უნარი, ინიციატივა, წარმატებისკენ სწრაფვა და ა.შ. პროექტის მიზნია, უკვე ცნობილი
ზღაპრებით, მოთხრობებით, მათი გმირებით, ინტერაქტიული თამაშების საშუალებით, მოსწავლეებთან
ინდივიდუალური მიდგომებით, სწავლა სახალისო და არა მომაბეზრებელი გახდეს.
მოსწავლეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, თავიანთი შეხედულებით, პროგრამის შესაბამისად
ჩამოაყალიბონ განსხვავებული (ინდივიდუალური)
მიდგომები, რაც საშუალებას მისცემს პროგრამის ავტორებს მონიტირინგის საშუალებით სწორი
მიმართულებით განავითარონ სასწავლო პროცესი, რომელიც ტექნოლოგიური პროგრესისა და ახალი
ეკონომიკური გამოწვევების პარალელურად მოითხოვს ინფორმაციის მუდმივ განახლებას.
პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ პროგრამა მომზადდეს საკვირაო სკოლებისთვის, რაც საშუალებას
მოგვცემს, კარგად წარმოვაჩინოთ პროგრამის დადებითი მხარე. მიღებული შედეგი კი გავაცნოთ
შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებს და დაიწყოს
მუშაობა პროექტის მასშტაბების
გაზრდაზე.
პირველი სასწავლო წელი მოიცავს 35 აკადემიურ საათს, სადაც მოსწავლე ეკონომიკის
განვითარების საფეხურებს, ნატურალური მეურნეობიდან და ნატურალური გაცვლიდან დაწყებული,
საჭიროება, მოთხოვნილება, მოთხოვნა, საყოველთაო ეკვივალტი, ფულის მოჭრა, ინფლაცია,
დეფიციტი, ღირებულება, ... ბრენდითა და რეკლამით დამთავრებული
ეცნობა ეკონომიკის იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. ხშირ
შემთხვევაში, უფროსებსაც
კი უჭირთ ამ პროცესებში გარკვევა და იმ ეკონომიკური წინააღმდეგობების გადალახვა, რაც მათ წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის გარკვეული
ნაწილი დასრულებულია, მოხარული ვიქნებით სპეციალისტებთან და დაინტერესებულ პირებთან
თანამშრომლობით.
ჩვენ, ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოზარდები
ნაკლებად ინტერესდებიან წიგნით, ძირითად დროს ტელეფონებთან და კომპიუტერებთან ატარებენ.
მაგრამ წიგნების გამოცემებისა და გაყიდვების სტატისტიკას თუ ვნახავთ, საქართველოს ევროპაში ლიდერი პოზიცია უკავია.
ასე რომ, მოზარდი თაობა
ჩვენგან განსხვავებული თაობაა, ისე როგორც ჩვენ ვართ ჩვენი მშობლებისგან განსხვავებულები
და ალბათ ეს კარგიც არის, რომ ჩვენი შვილები არის ის თაობა, რომელიც ჩვენნაირი არ უნდა იყოს.
ზოგადი წარმოდგენა,
რომ შეგექმნათ ჩვენი პროექტის შესახებ, გთავაზობთ ამონარიდებს რამდენიმე გაკვეთილიდან:
„ ... ადამიანი უკვე ახერხებდა იმაზე მეტი პროდუქტის წარმოებასა
და მოპოვებას, რაც მის საჭირობას
წარმოადგენდა. მას გაუჩნდა ჭარბი
პროდუქტი და იწყება კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების მეორე საფეხური ნატურალური
გაცვლა - კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების მეორე ეპოქა, როდესაც ადამიანი მიდის
დასკვნამდე, რომ მას შეუძლია იმ პროდუქტის სანაცვლოდ, რომელიც უხვად აქვს, მიიღოს სხვა
პროდუქტი, რომელიც საჭიროა მისი არსებობისთვის. სწორედ ამ პერიოდში ჩაისახა ვაჭრობა
და აქედან იწყება გაყიდვების ისტორია.
რა აუცილებლობას წარმოადგენდა ნატურალური
გაცვლა?
პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, გაჩნდა ჭარბი პროდუქტი.
ადამიანებს გაუჩნდათ ახალი მოთხოვნილებები. ადრე თუ ადამიანის მოთხოვნილება შემოიფარგლებოდა
მხოლოდ მის მიერ მოპოვებული ან ნაწარმოები
პროდუქტით, გაჩნდა მოთხოვნილება ჩასაცმელზე, თავშესაფარზე, უსაფრთხოებაზე და ა.შ. ამიტომ
ადამიანი თავის ჭარბ პროდუქტს, რომელიც მას არ სჭირდებოდა, გასაცვლელად სთავაზობდა სხვა
ადამიანს იმ პროდუქტში, რომელიც მას სჭირდებოდა და ორივე მხარისთვის
სარგებელს წარმოადგენდა...
... მოვიყვანოთ
მაგალითი ხალხური ზღაპრიდან „რწყილი და ჭიანჭველა“. როგორც ვიცით, ზღაპრის ძირითადი თემაა მეგობრობა, მაგრამ
უნდა აღვნიშნოთ, რომ ზღაპარი ეფუძნება წმინდა ეკონომიკურ ურთიერთობას გაცვლას, გარიგებას,
წარმოებასა და მომსახურებას. რწყილი მეგობარი ჭიანჭველას გადასარჩენად ანუ საჭირო მიზნის
მისაღწევად რამდენიმე გარიგებას დებს. გარიგების მიზანი არის, ღორმა მისცეს ჯაგარი, დაგრიხოს თოკი-ბაწარი, ჩაუგდოს და ამოიყვანოს ძმობილი
ჭიანჭველა. ამ მიზნის მისაღწევად რწყილს რვა საფეხურიანი გარიგების გავლა უწევს, სადაც
თითოეული გარიგების შესასრულებლად, ყოველ ახალ საფეხურზე, გარკვეული მომსახურების განხორციელება
უწევს. მომსახურება კი თავის მხრივ, თავისებური პროდუქტია (რომელიც განვლილ
თემებში განვიხილეთ). როგორც ვიცით ყველანაირ მომსახურებას გააჩნია თავისი ღირებულება.
ამ შემთხვევაში, რწყილი მომსახურების
შესახებ გარიგებას დებს რვავე საფეხურზე და შესაბამისად ყოველ საფეხურზე იღებს ანაზღაურებას.
მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც რწყილმა შეასრულა სამუშაო, ბალახი
დაგლიჯა და ძროხას მიუტანა, მან შექმნა პროდუქტი (რწყილმა აწარმოა ძროხის საკვები - ბალახი. ბალახი თავის მხრივ, სანამ ძროხის საკვების ფუნქციას არ შეიძენდა,
არ წარმოადგენდა პროდუქტს). - „რწყილი წავიდა, დაგლიჯა მინდორში ბალახი და ძროხას მიუტანა.
ძროხამ მისცა რძე, რძე მიუტანა კატასა, კატა დაეხსნა თაგვსა: თაგვი მოშორდა ორმოსა,
.... რწყილმა ჯაგრის ბაწარი დაგრიხა და ჩაუგდო წყალში ჭიანჭველას, რომელიც
ბალახს მოსჭიდებოდა. ჭიანჭველა ბაწარზე შეჯდა, რწყილმა ბაწარი გამოსწია, ჭიანჭველა
ნაპირს გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.“
კეთილი ოყოს
თქვენი შემოსვლა ეკონომიკის სამყაროში!
ზაზა მინდიაშვილი